loader

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახლად დანიშნული მინისტრი, რომელსაც პრემიერ-მინისტრზე მეტი ანაზღაურება ჰქონდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახლად დანიშნული მინისტრი, რომელსაც პრემიერ-მინისტრზე მეტი ანაზღაურება ჰქონდა

მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი ქალი შეუერთდა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მთავრობის კანცელარიის უფროსი იყო. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.

"ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვფიქრობ, რთული იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება იმ მოცულობის საქმეს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა. მაგრამ რეგიონული განვითარების და ინფრაქტრუქტურის მინისტრის თანამდებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დარწმუნებული ვარ, მაია იქნება ძალიან კარგი მინისტრი", - განაცხადა პრემიერმა მაია ცქიტიშვილის წარდგენისას. განაგრძეთ კითხვა: