loader

"თავად იყო ოპტიმისტიც და ყველაფერი" - როგორ გაუმკლავდა განსაცდელს გოგიჩას ოჯახი, რომელმაც მძიმე სენი დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავად იყო ოპტიმისტიც და ყველაფერი" - როგორ გაუმკლავდა განსაცდელს გოგიჩას ოჯახი, რომელმაც მძიმე სენი დაამარცხა

ნინი გოგიჩაიშვილის ცხოვრებაში სიახლეა. ის ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის სახე გახდა და ახალ სამსახურს განსაკუთრებული შემართებით იწყებს.

გოგიჩაიშვილების ცხოვრებაში სულ ცოტა ხნის წინ განსაცდელი დადგა. მამას, გიორგი გოგიჩაიშვილს, რომელიც ყველა ქართველის და განსაკუთრებით, ბავშვების საყვარელი გოგიჩაა, მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

როგორ გადალახა გოგიჩაიშვილების ოჯახმა ეს პერიოდი, ამის შესახებ ნინი ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა.

- როცა მამა ავად იყო, სწორედ თავად იყო ოპტიმისტიც და ყველაფერი. აქეთ გვაგულიანებდა და გვიფრთხილდებოდა.

იმ პერიოდში ყველანი კიდევ უფრო დავახლოვდით, უფრო მეტად გავერთიანდით. გულს
რომ გააერთიანებ, ისე ვიყავით.

საბედნიეროდ, ღმერთის და ექიმების დახმარებით, ყველაფერი კარგად არის. როცა ყველაფერმა ჩაიარა, მერე მივხვდი, ფსიქოლოგიურად, ემოციურად რამდენად ვიყავი გადაღლილი. ახლა პატარა მკურნალობას გავდივართ, მაგრამ ანალიზები კარგია და ბედნიერები ვართ.