"იმდენად დასახიჩრდა, რომ ის შვილმაც ვერ ამოიცნო" - რას ჰყვებიან მინდელის შახტაში დაღუპულთა ოჯახის წევრები?
18:03 / 05-04-2018
მინდელის შახტაში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მაღაროში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ისინი მოითხოვენ, ამ მხრივ გატარდეს რაიმე სახის ღონისძიება, რომელიც გაამკაცრებს დღევანდელ ნორმებს. არსებული ნორმები კი გამოუსადეგარია და არაფერს ცვლის. ერთ-ერთი გარდაცვლილი იმდენად დასახიჩრდა, რომ შვილმაც ვერ ამოიცნო. ამ სოფლისთვის ეს წელს უკვე მე-11 გვამია. ოჯახებთან მივიდა სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.