loader

ინდოელმა და პაკისტანელმა სტუდენტებმა თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე კრიკეტის "ჩემპიონატი" მოაწყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელმა და პაკისტანელმა სტუდენტებმა თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე კრიკეტის "ჩემპიონატი" მოაწყეს

თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე ინდოელმა სტუდენტებმა კრიკეტის მეგობრული ჩემიონატი მოაწყეს. ბრიტანეთში უზომოდ პოპულარულ სპორტს, საქართველოში მიმდევრები ნაკლებად ჰყავს, თუმცა, თბილისელებისთვის უჩვეულო სანახაობამ, არაერთი გამვლელის ყურადღება მიიქცია.

აღსანიშნავია, რომ კრიკეტი ინდოეთსა და პაკისტანში სპორტის ნაციონალურ სახეობად იქცა. ამ ორ დაპირისპირებულ, ბირთვულ ქვეყანაში გაჩნდა ტერმინი "კრიკეტის დიპლომატია". ინდოეთისა და პაკისტანის პოლიტიკოსები კრიკეტს ქვეყნებს შორის დაძაბულობის განსამუხტავად იყენებენ.

ზემოთ ნახსენები ტერმინი 80-იან წლებში პაკისტანის დიქტატორმა ზია ულ-ჰაკმა შემოიღო. მან პირველმა დაიწყო კრიკეტის მატჩებზე ინდოეთში სიარული და იქააურ ლიდერებთან საჭირბოროტო საკითხებზე მოლაპარაკება. საამისოდ კი დრო საკმაოდ ჰქონდა, რადგან კრიკეტის ერთი საერთაშორისო მატჩი 5 დღე გრძელდება.

კრიკეტისადმი საერთო სიმპათია განაპირობებს იმ მშვიდ ატმოსფეროს, რომლის დროსაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.



ავტორი: თორნიკე კოშკაძე