loader

შემზარავი კადრები თბილისში - როგორ უსწორდებიან მამაკაცები ფერადკანიან ადამიანებს ფიზიკურად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი კადრები თბილისში - როგორ უსწორდებიან მამაკაცები ფერადკანიან ადამიანებს ფიზიკურად

თბილისში, ნიგერიელი სტუდენტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

გუშინ, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც ის წერს, ფეხბურთს თამაშობდნენ, როდესაც მათთან ქართველები მვიდნენ და სტადიონის დატოვება სთხოვეს. ნიგერიული სტუდენტი მომხდარს რასიზმს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს "მათი კანის ფერის გამო მოხდა". მისივე თქმით, კადრები, სადაც მომხდარი ფაქტია ასახული პოლიციას აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ "ფაქტის დავიწყება ურჩიეს". ბენ ზეგეს ინფორმაციითვე, მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, ქართველი ახალგაზრდებისგან მუქარის შემცველი მესიჯებიც მიიღო.

ასევე იხილეთ: "შავკანიანებმა ბავშვს შეაფურთხეს, ერთ ბიჭს "სიფათში" ჩაარტეს" - რას ჰყვებიან მეზობლები, რომლებიც ფერადკანიან სტუდენტებთან დაპირისპირებას შეესწრნენ