X
"უბრალოდ ხეებს კი არ თხრიან, ქვეყანა მოთხარეს" - მიხეილ სააკაშვილი
16:47 / 09-04-2018
ჩვენ ვემზადებით დიდი ცვლილებებისთვის საქართველოში. ქვეყანას აღარ ჰყავს არა მხოლოდ პატრონი, ქვეყანას აღარ აქვს მომავალიც, - ამის შესახებ ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლილება და საქართველო დაბრუნდება ევროპის რუკაზე.

„ჩვენ ვემზადებით დიდი ცვლილებებისთვის საქართველოში. ხედავთ, როგორი სიტუაციაა, როგორ კარგავს საქართველო დროს. გუშინ უნგრეთში ისევ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით ჩემმა პირადმა მეგობარმა და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტნიორმა ორბანმა. პოლონეთს მართავენ ჩვენი პარტნიორები, რომლებთანაც გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. ბოლოს და ბოლოს, ამერიკაში ზის ტრამპი, რომელიც იყო ნამყოფი საქართველოში, ახორციელებდა პროექტს, რომელიც გააჩერა ივანიშვილმა და ტრამპს აფერისტი ეძახა. ჩვენ გვყავს მთავრობაში ოლიგარქი, რომელიც მიუღებელია ყველა იმ ხალხისთვის, ვინც ახლა რაღაცას წყვეტს და ქმნის ახალ ტრენდს ევროპაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანას აღარ აქვს დასაკარგი დრო, რადგან საქართველო იცლება და ნადგურდება. „საქართველოში მალე აღარ დარჩება ხალხი, საქართველოს აღარ ექნება მომავალი. ამიტომ ზუსტად ისე, როგორც გააკეთეს უნგრელებმა, ზუსტად ისე, როგორც გააკეთეს პოლონელებმა, ის ტიპაჟები, ვინც ანადგურებენ, უნდა გაიწიონ საქართველოდან და მოვიდეს ეროვნული მთავრობა, რომელიც დაამთავრებს ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას რუსეთიდან მოვლენილი ბოროტების, ივანიშვილის სახით. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტში გვყავს ბევრი პარტნიორი. ჩვენც ვამზადებთ ამათ იმისთვის, რომ საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლილება და საქართველო დაბრუნდება ევროპის რუკაზე. ალტერნატივა არ გვაქვს. თვალსა და ხელს შუა გვეცლება ქვეყანა. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ ხეებს კი არ თხრიან, ქვეყანა მოთხარეს. ქვეყანას აღარ ჰყავს არამხოლოდ პატრონი, ქვეყანას აღარ აქვს მომავალიც. ამიტომ ამ სიტუაციაში ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს საქართველო“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
სამწუხაროდ, კუნძულზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება - რა ვითარებაშია გიორგი ლორია
მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს
არის თუ არა უსაფრთხო სასეირნოდ გასვლა? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი 
პანდემია შეიძლება დასრულდეს მაის-ივნისში, თუმცა... - ამირან გამყრელიძე
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის მიმართვა, რომელმაც იტალია შეძრა - "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა გამოსცადა ჩემმა სხეულმა, სულმა და გონებამ" [ქართული ტიტრებით]
"პირბადეები გაიკეთეთ, რა, მე კორონადან გამოვედი" - ექიმი ჟურნალისტებს
საშიშია თუ არა კორონავირუსი მათთვის, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი?
"იანვარში მქონდა ეს ვირუსი" -  კომენტარი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა