loader

დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში": ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობიდან "გასარიცხი დეპუტატები" დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში": ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობიდან "გასარიცხი დეპუტატები" დაასახელა

ნუკრი ქანთარიამ მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 9 აპრილის მემორიალთან ავტორიტარული ტონით გაკეთებული განცხადებები არასწორია.

ქანთარია გუნდში არსებულ პრობლემებს ადასტურებს და ამბობს, რომ "საპარლამენტო უმრავლესობას გამოფხიზლება სჭირდება", რის გამოც, დეპუტატის შეფასებით, მას და უმრავლესობის გარკვეულ ნაწილს "მაღვიძარას როლი" დაეკისრათ. ნუკრი ქანთარიამ ე.წ. გასარიცხი დეპუტატების გვარებიც ჩამოთვალა. მისი თქმით, უმრავლესობიდან გასარიცხთა რიგებში არიან ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი.