loader

გაიცანით ქართველი "ოდრი ჰეპბერნი", რომელიც წლებია სამებაში ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიცანით ქართველი "ოდრი ჰეპბერნი", რომელიც წლებია სამებაში ცხოვრობს

88 წლის ნელი ბერაია გასული საუკუნის თბილისის ულამაზესი მანდილოსანი გახლდათ. მას ხშირად ოდრი ჰეპბერნსაც კი, ამსგავსებდნენ.

ქალბატონი ნელი პროფესიით ჟურნალისტია, განათლება მოსკოვში მიიღო, სადაც მაშინდელი თბილისის გამორჩეულ ახალგაზრდებთან ერთად სწავლობდა. ნელი ბერაიას ცხოვრება ტრაგედიებით არის სავსე. ორი შვილი დაღუპული ჰყავს, ოჯახი რამდენჯერმე შექმნა, თუმცა არ გაუმართლა. მისი ერთ-ერთი მეუღლე თბილისელი ქალების გულთამპყრობელი ირაკლი უჩანეიშვილი იყო.

20 წლის წინ, ხატვა დაიწყო, ბისერებით ძირითადად ხატებს წერს. რამდენიმე წლის წინ, ნელი ბერაია თაღლითების მსხვერპლი გახდა და ერთადერთი სახლიც დაკარგა. რის შემდეგაც პატრიარქის კურთხევით, სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში ცხოვრობს, სადაც სიბერეს მარტოობაში ატარებს.


ავტორი: თამარა ბოჭორიშვილი