loader

"ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს" - ბუბა კიკაბიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს" - ბუბა კიკაბიძე

ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს, - ამის შესახებ მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"ლეილა აბაშიძეს გახსენება არ უნდა, ის იყო ქართული კინოს ვარსკვლავი. მთელმა მსოფლიომ გაიცნო. გუშინ მთხოვეს ინტერვიუ, სადაც ასეთი ფრაზა ვთქვი, რომ ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს. ხალხის ასე დავიწყება არ შეიძლება. როცა ცოცხალია, მაშინ უნდა მოეფერო", - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.
ქაშვეთის ეკლესიაში მსახიობ ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ლეილა აბაშიძეს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. მსახიობს საბურთალოს პანთეონში, მისივე ანდერძის თანახმად, დედის გვერდით დაკრძალავენ.