loader

"მეტი აღარ შემიძლია, სულ კარგად იყავით, საერთოდ წავალ ქვეყნიდან" - თამაზ ელიზბარაშვილის პირველი კომენტარი გამოძიების დაწყებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეტი აღარ შემიძლია, სულ კარგად იყავით, საერთოდ წავალ ქვეყნიდან" - თამაზ ელიზბარაშვილის პირველი კომენტარი გამოძიების დაწყებაზე


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი - თ.ე. თავის თანამშრომელს - ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს", - აცხადებენ სამინისტროში.


ავტორი: თიკო გურაშვილი


იხილეთ ასევე:


"დღეს ისე ცუდად ვიყავი, გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა" - თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეომიმართვას აქვეყნებს

"ეს ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის, თავში ქვა გიხლიათ" - თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფრის დახურვას აპირებს

"თავში წამოვუთაქე... მე დამიწყეთ ლანძღვა და გადამიარეთ" - თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელთან უხეშად მოპყრობის ფაქტზე საუბრობს

"ტელევიზორი არ იცი, გაზეთი არ წაგიკითხავს?! ასეთ დებილ ხალხთან ლაპარაკი აღარ მინდა" - თამაზ ელიზბარაშვილი დიმა ობოლაძეს