loader

ბელიაშვილის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აფრიკელ სტუდენტებს შორის ჩატარებულ მატჩში, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელიაშვილის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აფრიკელ სტუდენტებს შორის ჩატარებულ მატჩში, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდნენ

ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა ფრედ 12:12 დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ, აფრიკელმა სტუდენტებმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის დეპუტატებმა მიიღეს. მატჩი იმ სტადიონზე ჩატარდა, სადაც ადგილობრივებსა და აფრიკელ სტუდენტებს შორის ინციდენტი მოხდა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ადგილობრივები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამის შედეგ თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოვიდა, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გამართულიყო. ასეთი შეხვედრის ორგანიზებით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს მიმართა. ფეხბურთის ფედერაციამ მატჩი დღეს იმ სტადიონზე დაგეგმა, სადაც ინციდენტი მოხდა.


იხილეთ: შემზარავი კადრები თბილისში - როგორ უსწორდებიან მამაკაცები ფერადკანიან ადამიანებს ფიზიკურად

"საქართველო ლამაზო... საქართველოს გაუმარჯოს!" - ნიგერიელმა სტუდენტებმა ქართველ პოლიტიკოსებთან და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად იმღერეს