loader

"ხელი რომ გავუწოდოთ ერთმანეთს, ჩამოვართმევთ" - წინამძღვრიშვილის ქუჩის მცხოვრებლები 60 სანტიმეტრში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი რომ გავუწოდოთ ერთმანეთს, ჩამოვართმევთ" - წინამძღვრიშვილის ქუჩის მცხოვრებლები 60 სანტიმეტრში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ

წინამძღვრიშვილის #107-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლები #105 მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ მიჯრით მიმდინარე მშენებლობა მათ სახლებს აზიანებს, უზღუდავს მზის სხივებს, რის გამოც კედლები ინესტება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მშენებარე კორპუსის ეზოში ცაცხვის ხე იდგა, რომელიც სწორედ ამ მშენებლობას შეეწირა.

მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს, თუმცა ქალაქის ადმინისტრაციისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. პროტესტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გეგმაში გაუთვალისწინებელი მწვანე ზოლია.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


იხილეთ ასევე: რა "გაეტევა" ბარნოვის #77-ში - თბილისის ახალი კორპუსები "გვაახლოებს"