loader

"საქართველოს ბანკმა" ტურისტებისთვის მომსახურების ახალი პროდუქტი, "ტურისტ ქარდი" შექმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ბანკმა" ტურისტებისთვის მომსახურების ახალი პროდუქტი, "ტურისტ ქარდი" შექმნა

"საქართველოს ბანკმა" ტურისტებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით მომსახურების ახალი პროდუქტი "ტურისტ ქარდი" შექმნა.
სპეციალური პლასტიკური ბარათით, რომელიც ტურისტებისთვისაა განკუთვნილი, საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება, გადაიხადოს მგზავრობის საფასური მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და საბაგიროთი მგზავრობისას; ისარგებლონ ფასდაკლებით სხვადასხვა ობიექტში: კაფე-ბარებსა და რესტორნებში, მუზეუმებსა და სუვენირების მაღაზიებში, ტურისტულ კომპანიებში, სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში.

"ტურისტ ქარდის" მფლობელი საჩუქრად მიიღებს "მაგთის" სიმ-ბარათს და 1000 ლარამდე თანხას, როგორც ლარში, ასევე დოლარსა და ევროში. "ტურისტ ქარდის" შეძენა შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" ექსპრეს სერვისცენტრებში.

ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ვებგვერდის "ტურისტქარდ.ჯის" საშუალებით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ფასდაკლებებისა და შეთავაზებების შესახებ.