loader

"ერთ-ერთ მძევალს ადრეული მშობიარობა დაეწყო" - დაუმარცხებელი ბანდა, დახვეწილი მანერებით, რომლის საიუველირო ნაქურდალი 400 მლნ დოლარზე მეტია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ-ერთ მძევალს ადრეული მშობიარობა დაეწყო" - დაუმარცხებელი ბანდა, დახვეწილი მანერებით, რომლის საიუველირო ნაქურდალი 400 მლნ დოლარზე მეტია

მსოფლიოს უამრავი წარმატებული თუ მარცხიანი მძარცველი ახსოვს, რომელთაც სახელი კრიმინალურ ისტორიაში საკუთარი მოხერხებულობისა თუ სისასტიკის, ორიგინალური ჩანაფიქრისა თუ ძალადობის წყალობით დაიმკვიდრეს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც ამაყად ატარებს Pink Panther-ას სახელს და მხოლოდ საიუველირო მაღაზიების ძარცვაზე სპეციალიზირდება, მართლაც ყველასგან გამოირჩევა.

დანაშაულებრივ საქმიანობას ინტერნაციონალური ბანდა Pინკ Pანტჰერ 1990-იან წლების დასაწყისში შეუდგა, ბალკანეთის ომის ყოფილი თუ მოქმედი მებრძოლების ხელმძღვანელობით და რამდენიმე წელიწადში 300-ზე მეტი წევრი გააერთიანა საკუთარ რიგებში, რომელთა შორის განსაკუთრებით სერბები, რუსები და ალბანელები ჭარბობდნენ, თუმცა ბირთვს მაინც მონტენეგროელები შეადგენდნენ.

გასული საუკუნის 90-იან წლების იუგოსლავიაში გამართულად მხოლოდ ე.წ. "შავი ბაზარი" მოქმედებდა, რამაც კრიმინალური სამყაროს გაძლიერებას შეუწყო ხელი. მართალია, რამდენიმე დამოუკიდებელ ქვეყნად დაშლილი ყოფილი იუგოსლავიის მოქალაქეები თავიდან მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძოდნენ, მაგრამ მალე ჯგუფებში გაერთიანდნენ, ბოსნიასა და ხორვატიაში მებრძოლ მრავალრიცხოვან, ნახევრად გასამხედროებულ ფორმირებებში თავმოყრილ ულტრამემარცხენე ექსტრემისტებს შეუერთდნენ და იდეალურად სტრუქტუირებული ბანდა შექმნეს, რომელიც საერთაშორისო პრესამ რამდენიმეთავიან ჰიბრიდს შეადარა და დანანებით შენიშნა, რომ მისი დასუსტება შეიძლება, თუმცა დამარცხება შეუძლებელია.


წყარო: "პალიტრანიუსი"