loader

42 წლის ასაკში ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

42 წლის ასაკში ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა

42 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი ნინო ხურციძე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ნინო ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მან დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის იყო. მას 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნინო ხურციძე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელია და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის, მამაკაცთა შორის და ასევე, საქართველოს თასის მფლობელი.