loader

ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი უბნები ბინის ქირაობისთვის - როგორია უძრავი ქონების გაქირავების ფასები თბილისში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი უბნები ბინის ქირაობისთვის - როგორია უძრავი ქონების გაქირავების ფასები თბილისში?

2017 წლის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გაქირავების ფასმა 1 კვადრატულ მეტრზე 7 დოლარიდან 7.4 დოლარამდე შეადგინა. ამის შესახებ "თიბისი ბანკის", "აისეტისა" და forset-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის პუბლიკაციაშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გაქირავების ფასი თითქმის უცვლელია, მაშინ, როცა გასაყიდი ფასი თბილისის თითქმის ყველა რაიონში შემცირდა. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა ყველაზე ძვირი 8.53 დოლარი, ანუ 21.40 ლარი მთაწმინდის რაიონში; ყველაზე იაფი – 4.35 დოლარი, ანუ 10.91 ლარი გლდანშია.

რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე საშუალო გაქირავების ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 6.83 დოლარი; ნაძალადევში - 5.8 დოლარი; დიდუბეში - 5.92 დოლარი; ვაკეში - 7.66 დოლარი; ჩუღურეთში - 6.50 დოლარი; ისანში - 6.27 დოლარი; კრწანისში - 7.28 დოლარი, ხოლო სამგორში - 4.83 დოლარი იყო.