loader

შეხვედრა სააკაშვილთან: ამსტერდამში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ჩავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეხვედრა სააკაშვილთან: ამსტერდამში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ჩავიდა

ოპოზიციამ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. მიხეილ სააკაშვილთან დღეს ამსტერდამში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ჩავიდა.

უკვე რამდენიმე საათია, დახურულ კარს მიღმა საუბარი ახალი ოპოზიციური მოძრაობის შექმნაზე მიმდინარეობს.

დღეს ჰოლანდიაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მიმდინარეობს და კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ კონსულტაციები აქვთ სხვა პარტიებთანაც და კოალიციის საბოლოო ფორმირებამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება.

ახალ გაერთიანებას ეყოლება ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი.