loader

"სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ, რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა" - როგორ აღნიშნეს "ქართული ოცნების" წევრებმა არჩევნებში გამარჯვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ, რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა" - როგორ აღნიშნეს "ქართული ოცნების" წევრებმა არჩევნებში გამარჯვება

დავით მონიავა "ქართული ოცნების" ოფისში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გუნდის წევრები ვანისა და ხონის ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში გივი ჭიჭინაძის გამარჯვებას ზეიმობენ.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი.
არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პარტია "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, "ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.



იხილეთ ასევე: წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა