loader

"ხელი გაწიე, ბიჭო, თქვენ ხართ ქვეყნის მტერი, წადი, შე მოსყიდულო" - შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება ვაკის პარკში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი გაწიე, ბიჭო, თქვენ ხართ ქვეყნის მტერი, წადი, შე მოსყიდულო" - შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება ვაკის პარკში

ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან "თავისუფალი ზონის" წევრი გიორგი რუხაია და "კომუნისტური პარტიის" წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
"კომუნისტური პარტიის" წევრები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საბჭოთა კავშირის დროშებით და სტალინის სურათებით მივიდნენ, რაც "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

გიორგი რუხაიამ "კომუნისტური პარტიის" ლიდერ გრიშა ონიანს და მის თანამოაზრეებს ქვეყნის გამყიდველები უწოდა. თავის მხრივ, გრიშა ონიანმა მას უპასუხა, რომ ის არის მოსყიდული ადამიანი, რის შემდეგაც რუხაიას ფიზიკურადაც დაუპირისპირდა და რამდენჯერმე ხელი ჰკრა. ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა. "კომუნისტური პარტიის" წევრები ამ დრომდე საფლავთან იმყოფებიან.