loader

"ვერავინ ვერ შეზღუდავს სამინისტროს მოქმედების არეალს" - გახარიას პირველი კომენტარი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერავინ ვერ შეზღუდავს სამინისტროს მოქმედების არეალს" - გახარიას პირველი კომენტარი "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ღამის კლუბებში შესვლა პოლიციამ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებისა და კლუბებში რეალიზაციის ფაქტების დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა. როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო ორ კვირაში ღამის კლუბების ტერიტორიიდან საავადმყოფოებში მოქალაქეების გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც სპეცოპერაცია შსს-მ უშუალოდ ღამის კლუბებშიც ჩაატარა.

"შსს-ს აქვს სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 გადაღებული შემთხვევა. შსს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან, 112-ის გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ძალიან გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ შსს იყო იძულებული, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


იხილეთ ასევე: კახა კალაძე და გიორგი გახარია პარლამენტთან აქციის მონაწილეების გასვლას აკონტროლებდნენ - ღამის კადრები

შინაგან საქმეთა მინისტრმა აქციის მონაწილეებს საჯაროდ ბოდიში მოუხადა