loader

შეზღუდვები, რომლებიც საავტომობილო გზების ნაწილზე, 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დაწესდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეზღუდვები, რომლებიც საავტომობილო გზების ნაწილზე, 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დაწესდა

17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 08:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება პავლე ინგოროყვას და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე. დღის განმავლობაში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და მოედნებზე: ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე; ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების მოედანზე, ოპერის, პარლამენტისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.