loader

კახეთში არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი და მისი მეუღლე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 მაისს არასრულწლოვან შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

არასრულწლოვანი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დროებითი მინდობის აღზრდის ოჯახს გადაეცემა.