loader

"ამ კაცმა გვესროლა იარაღი!" - რა მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ კაცმა გვესროლა იარაღი!" - რა მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს

მოქალაქე ნაილი ვახანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ უცნობი მამაკაცის მიერ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობაზე საუბრობს. როგორც გოგონა ირწმუნება, მამაკაცმა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მათ მანქანას შუშები ჩაუმსხვრია და მისი და მისი ძმის მიმართულებით ისროლა.

შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვიდეოშია დაფიქსირებული.