loader

დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს დანა ავიღო ხელში?! - ინგა გრიგოლია მუქარაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს დანა ავიღო ხელში?! - ინგა გრიგოლია მუქარაზე

თუ ამ პიროვნებას პასუხისგებაში არ მისცემენ, კამერების წინ ვაცხადებ, რომ თავად ვიზრუნებ საკუთარი თავის დაცვაზე, - ამის შენსახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა.

ტელეწამყვანმა სოციალური ქსელის "ფეისბუქგვერდზე" ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს. მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ მან პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. გრიგოლიას განცხადებით, თავდაცვის მიზნით ის დღეიდან იარაღს ატარებს.