loader

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია: რა არის ცნობილი დამნაშავეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია: რა არის ცნობილი დამნაშავეზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის პირი დააკავა, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა. 

შეგახსენებთ, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ მან პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა.

ინგა გრიგოლიას აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას. საქმესთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადეს შსს-ში.



იხილეთ ასევე: სათვალთვალო კამერებში ჩანს, როგორ ტოვებს მამაკაცი ინგა გრიგოლიასთვის გადასაცემ მუქარის წერილს "ტვ პირველის" ოფისთან

დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს დანა ავიღო ხელში?! - ინგა გრიგოლია მუქარაზე