loader

"ბიბლუსი" 10 წლისაა - როგორი ისტორია აქვს წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდ ქსელს საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიბლუსი" 10 წლისაა - როგორი ისტორია აქვს წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდ ქსელს საქართველოში

23 მაისს საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" 10 წლის გახდა. სწორედ ამ დღეს გაიხსნა "ბიბლუსის" პირველი მაღაზია თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე; 10 წლის შემდეგ კი ის უკვე 56 ფილიალს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით.

"ბიბლუსის" ქსელი დღეს არა მარტო სტანდარტული მაღაზიებისგან შედგება, არამედ მის რიგებს შორის არის მულტიფუნქციური სივრცეები "ბიბლუსი გალერეის" სახით, რომელიც აერთიანებს ათასობით სახეობის წიგნს, წიგნის კაფეს, სამკითხველოს, საბავშვო სივრცეს და ა.შ.

10 წლის შემდეგაც კომპანიის მთავარი მიზანი უცვლელია: კითხვა კიდევ უფრო პოპულარული გახადოს ჩვენს ქვეყანაში, წიგნი კი - ხელმისაწვდომი ყველგან და ყველასთვის.