loader

რას იწვევს პლასტიკის კონტეინერით საკვების გაცხელება? - საშიში ნივთიერებები, რომლებიც სითბოს ზეგავლენით პლასტიკიდან გამოიყოფა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას იწვევს პლასტიკის კონტეინერით საკვების გაცხელება? - საშიში ნივთიერებები, რომლებიც სითბოს ზეგავლენით პლასტიკიდან გამოიყოფა

ბევრი საკვებს ინახავს და აცხელებს პლასტიკის კონტეინერით. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ სითბოს ზეგავლენით პლასტიკიდან გამოიყოფა მრავალი საშიში ნივთიერება, რომელთაც დიაბეტის, არტერიული წნევის მატების განვითარების პროვოცირება და ფერტილობის დაქვეითება შეუძლია.

ბისფენოლ A და ფტალატები პლასტიკში არსებული ყველაზე საშიში ქიმიური ნივთიერებებია. ადამიანის სისხლის მიმოქცევაში მოხვედრისას, მათ შეუძლია უნაყოფობის, ჰორმონული დარღვევის და კიბოს გამოწვევაც კი. საკვებ პლასტიკში სხვა კანცეროგენებიცაა: დიოქსინი და სტიროლი. ისინი ადვილად აღწევენ საკვებში, მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას. სპეციალისტები გვირჩევენ პროდუქტების მინის ჭურჭელში გაცხელებას.

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუთიის ოქსიდის ნანონაწილაკები არის ბოსტნეულის, ხორცისა და ზღვის პროდუქტებისთვის განკუთვნილ ლითონის ქილებში. ჩვეულებრივ, თუთია გამოიყენება ანტიბაქტერიული დაცვის სახით, რაც პროდუქტების ვარგისიანობის ვადას მნიშვნელოვნად ზრდის. თუმცა ადამიანისთვის აღნიშნული ლითონის გადაჭარბებული კონცენტრაცია სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს.