loader

ბათუმის მე-14 სკოლაში მოსწავლე ფანჯრიდან გადმოძვრა - კადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის მე-14 სკოლაში მოსწავლე ფანჯრიდან გადმოძვრა - კადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა

დღეს, რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მოსწავლე სკოლის შენობის მეორე ან მესამე სართულზე, ფანჯრიდან გადავიდა.

ფოტო და ვიდეო ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო, რომელიც მე-14 საჯარო სკოლის წინ, კორპუსში ცხოვრობს და სოციალურ ქსელში განათავსა.

ვიდეოში ჩანს, რომ მოზარდი საკლასო ოთახში ისევ უსაფრთხოდ შედის. 

აჭარის "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ცდილობს, სკოლის დირექტორს დაუკავშირდეს.

რამდენად დაცულია სკოლებში უსაფრთხოება, მაუწყებელი ამ თემაზე მუშაობას განაგრძობს.

წყარო