loader

გიორგი გაბუნიას რომელი განცხადების შემდეგ მოუწოდა საპატრიარქომ სამღვდელოებას “რუსთავი 2-თან” ურთიერთობის შეწყვეტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გაბუნიას რომელი განცხადების შემდეგ მოუწოდა საპატრიარქომ სამღვდელოებას “რუსთავი 2-თან” ურთიერთობის შეწყვეტა

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გასულ სიუჟეტებსა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებებს ეხება. საპატრიარქო ასევე მიმართავს სამღვდელოებას და დიპლომატიურ კორპუსს.

„პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები. ასევე მივმართავთ საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ უცხოელ დონორებს, რომლებიც დასავლური ღირებულებების ჩვენს ქვეყანაში გავრცელებას უწყობენ ხელს – დაანახეთ საზოგადოებას, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უგულვებელყოფა, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არასწორი წარმოდგენა და განწყობები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.