loader

რა ხდება თბილისის ქუჩებში ამ დროისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება თბილისის ქუჩებში ამ დროისთვის

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 23 მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს, კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით.

გადაკეტილია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელი პანდუსი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეუძლიათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

24 მაისს, 22:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალა თავისუფლების მოედანზე, ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

საავტომობილო მოძრაობა აღდგება 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე.