loader

31 წლის ჯარისკაცი მერვე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის - ოჯახის განცხადებით, მას მეთაურებმა სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

31 წლის ჯარისკაცი მერვე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის - ოჯახის განცხადებით, მას მეთაურებმა სცემეს

31 წლის სერგო ჯიმშერაშვილი მერვე დღეა, რაც რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის. საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცის ოჯახი კურიერს უყვება, რომ რიგითი ჯიმშერაშვილი მეთაურებმა სცემეს და ერთმა 31 წლის სამხედროს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

სერგო ჯიმშერაშვილი რეფერალურ საავადმყოფოში 25 მაისის ღამეს სოფელ ნორიოდან გადაიყვანეს. კომაში მყოფი ჯარისკაცის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.