loader

"წარმოიდგინეთ შვიდსართულიანი სასტუმრო, რომელიც შუა პარკში დგას" - დაკარგავს თუ არა თბილისი კიდევ ერთ მწვანე ზონას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წარმოიდგინეთ შვიდსართულიანი სასტუმრო, რომელიც შუა პარკში დგას" - დაკარგავს თუ არა თბილისი კიდევ ერთ მწვანე ზონას?

2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა. მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც მაშინ სამშენებლო პროცესი შეჩერდა. მოგვიანებით, "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს მიმართა.

2016 წელს, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის 2013 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა.
პარტიზანი მებაღე, მარიამ ბაქრაძე Palitravideo-სთან საქმის დეტალებსა და იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ უნდა აშენდეს ვაკის პარკის ტერიტორიაზე შვიდსართულიანი სასტუმრო.



ავტორი: ნარიტა ჩხაიძე