loader

რა ხდება თბილისში, როცა მეტრო არ მუშაობს - კადრები ნაძალადევშია გადაღებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება თბილისში, როცა მეტრო არ მუშაობს - კადრები ნაძალადევშია გადაღებული

მეტროსადგურების დაკეტვის გამო თბილისში მოსახლეობისთვის ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება მეორე დღეა გართულებულია. გადატვირთულობის გამო ტრანსპორტი რიგ გაჩერებებზე არ აჩერებს.

მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური კვლავ დაკეტილია. თბილისის მერ კახა კალაძესა და მეტროპოლიტენის მემანქანეებს შორის გუშინ გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და შესაბამისად, მემანქანეები გაფიცვას აგრძელებენ.

მეტროპოლიტენი უკვე მეორე დღეა მგზავრებს არ ემსახურება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასოა.

შეგახსენებთ, მემანქანეები კვირას გაიფიცნენ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები ხელფასების მომატებაზე, არ დაკმაყოფილდება.



ავტორი: ანა მარშანია


იხილეთ ასევე: "ბატონო კახი, მობრძანდით და დაწვრილებით მოგიყვებით" - მეტროპოლიტენის გაფიცული მემანქანეები მოთხოვნებსა და მიზეზებზე, რის გამოც გაიფიცნენ

"7 მემანქანე გარდაიცვალა ჩემს თვალწინ და არც ერთი იყო ხანდაზმული" - რას ითხოვენ მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები?