loader

რომელია ყველაზე გაყიდვადი ქართული რომანი? - "ბიბლუსმა" ყველაზე გაყიდვადი ლიტერატურა გამოავლინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელია ყველაზე გაყიდვადი ქართული რომანი? - "ბიბლუსმა" ყველაზე გაყიდვადი ლიტერატურა გამოავლინა

მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსი“ თავის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ლიტერატურა გამოავლინა. „ყველაზე გაყიდვადი ქართული რომანი“ დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობაა“, - ამის შესახებ „ბიბლუსის“ 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: „ბიბლუსის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი თარგმნილი ლიტერატურა“, სადაც გამარჯვებულია ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“; „ბიბლუსის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი საყმაწვილო ლიტერატურა“ – „ჰარი პოტერი“; „ბიბლუსის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი პროზაული კრებული“ - გოდერძი ჩოხელის მოთხრობები; „ბიბლუსის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი პოეზიის კრებული“ - ნიკო გომელაურის „ოცნებები მცნებებივით ირღვებიან“; „ბიბლუსის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი საბავშვო ლიტერატურა - „პეპი გრძელი წინდა“.

ღონისძიებას მწერლები, პოეტები, მთარგმნელები, პუბლიცისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები დაესწრნენ.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: "ბიბლუსი" 10 წლისაა! - რა ხდება ქარვასლაში, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდება