loader

"მგონი, სისტემა ინგრევა" - ყველაზე სასაცილო პოსტები, რომლებიც "ფეისბუქზე" მიწისძვრის შესახებ დაიწერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მგონი, სისტემა ინგრევა" - ყველაზე სასაცილო პოსტები, რომლებიც "ფეისბუქზე" მიწისძვრის შესახებ დაიწერა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისის დროით 22:40 საათზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კილომეტრში 5.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

თავდაპირველად აღნიშნული ცენტრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძლიერი მიწისძვრა აზერბაიჯანის საზღვრიდან 15 კილომეტრში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა. მოგვიანებით განაცხადეს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, თბილისში მიწისძვრის სიმძლავრემ 3-4 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გვაცნობეს, ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შესულა. 

მიწისძვრას "ფეისბუქზე" უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოში რამდენიმე მათგანის ნახვა შეგიძლიათ.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე



იხილეთ ასევე: "დივერსია მომიწყვეს.... რომ გავქცეულიყავი, დღეს ხომ აღარ მოვიდოდი აქ" - არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან გუშინდელ მიწისძვრაზე იხუმრა

რა რეაქცია ჰქონდა არჩილ თალაკვაძეს პირდაპირ ეთერში მიწისძვრის დროს

"გადავირიე, მიწისძვრაა! სახლში მინდა დარეკვა" - რა რეაქცია ჰქონდა "პალიტრანიუსის" წამყვანს მიწისძვრის დროს