loader

"ეს პროექტი ემსახურება ფერმერთა განაყოფიერებას..." - თელავის მერის მოადგილის უნებური წამოცდენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს პროექტი ემსახურება ფერმერთა განაყოფიერებას..." - თელავის მერის მოადგილის უნებური წამოცდენა

თელავში გერმანიიდან 2 ათასი ევროს ღირებულების ხარის სპერმა გამოიგზავნა. ამ ფაქტს კი "ლეიბორისტული" პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პერფორმანსი მოჰყვა. ნიკა ვარდოშვილი თელავის მერიასთან ძროხასთან ერთად მივიდა. ოპოზიციური პარტიის წევრი ამბობს,რომ ხარის სპერმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, დამეგობრებული ქალაქ ბიბერახიდან გამოიგზავნა და ის 400 სული ძროხის განაყოფიერებას უნდა მოხმარდეს. ლეიბორისტის ამ პერფორმანსს ადგილობრივ ხელისუფლებიდან უპასუხეს. მერის მოადგილემ განმარტა, რომ სპერმის მიღება დამეგობრებული ქალაქების ერთობლივი პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტში ფერმერებისა და მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. კახეთში ძროხების ხელოვნური განაყოფიერება სპეციალურ ლაბორატორიაში მოხდება.