loader

"2017 წლის 1 დეკემბერი იყო, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ვერასდროს ვერ წაიშლება" - მირზა სუბელიანის სიტყვები სასამართლო დარბაზიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"2017 წლის 1 დეკემბერი იყო, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ვერასდროს ვერ წაიშლება" - მირზა სუბელიანის სიტყვები სასამართლო დარბაზიდან

თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი, - ამის შესახებ ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გისოსები მეორეხარისხოვანია.

"ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, მათ ტრაგედიას. ძალიან ბევრი ოჯახი განადგურდა", – განაცხადა მირზა სუბელიანმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თავის მხრივ სუბელიანის ადვოკატებმა 5 000–ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა. მირზა სუბელიანის საქმეზე შემდგომი პროცესი 30 ივლისს ჩაინიშნა.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.