loader

ვინ არის "ბიბლუსის" 10 წლის ისტორიაში ყველაზე ლოიალური მომხმარებელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის "ბიბლუსის" 10 წლის ისტორიაში ყველაზე ლოიალური მომხმარებელი?

წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" 10 წლის ისტორიაში ყველაზე ლოიალური მომხმარებელი გამოავლინა. კახა შენგელია – კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი წიგნების დიდი მოყვარული აღმოჩნდა, "ბიბლუსის" ხშირი სტუმარია და საკუთარ ბიბლიოთეკას მუდმივად მრავალფეროვანი ლიტერატურით ამდიდრებს. "ბიბლუსის" მაღაზიებში კონსულტანტები უკვე დიდი ხანია ცნობენ და დიდი სიხარულით ელოდებიან ხოლმე მის მოსვლას.

იმდენად ბევრი წიგნი აქვს სახლში, მათ შორის, სხვადასხვა წიგნის უნიკალური ეგზემპლარები, რომ წიგნებს ბიბლიოთეკარი უვლის და ახარისხებს კატეგორიებად.