loader

დღეს მამების დღეა! -"პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი" ყვე­ლა მა­მას ულო­ცავს ამ დღეს და მათ სპე­ცი­ა­ლურ ვი­დე­ორ­გოლს უძღვნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს მამების დღეა! -"პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი" ყვე­ლა მა­მას ულო­ცავს ამ დღეს და მათ სპე­ცი­ა­ლურ ვი­დე­ორ­გოლს უძღვნის

ყველა მამას!
ვინც ბავშვობის თუ დიდობის ყველაზე ძლიერი ადამიანი, ყველაზე დიდი იმედია...
ვინც ითვლის პირველ ნაბიჯებს და პირველივე წაბორძიკებისას ხელს აშველებს,
ვინც ასწავლის... ცურვას, ფეხბურთის თამაშს, აყვარებს კითხვას.

მამას, რომელიც მაგალითს აჩვენებს, როგორ იზრუნონ სხვებზე, როგორ იყვნენ მამაცები, როგორ უყვარდეთ...
ყველას გილოცავთ მამის დღეს!
ვინც შეიძლება მოუხერხებლად, მაგრამ მაინც ამზადებთ საჭმელს ან ვერ ამზადებთ და იძახებთ პიცას, ალაგებთ სახლს ან შვილებთან ერთად ურევთ მას... იბარებთ გაკვეთილებს და თამაშობთ მათთან ერთად.

გახსოვდეთ, რომ თქვენ თქვენი შვილების გმირები ხართ - ზრუნავთ, იცავთ, ასწავლით!..
მამა, მა, მამი, მამიკო! როგორც არ უნდა გეძახდნენ,
დღეს თქვენი დღეა, რადგან ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ იყოთ საუკეთესო მამა.