loader

ემოციური კადრები: მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები: მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ

სოფელ დუისში აქცია დასრულდა. ადგილობრივებმა ხელისუფლებას მიმართეს და სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვეს.

პანკისის ხეობაში იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა. აქციის დასრულების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.



ავტორი: ნათია წითელაური

იხილეთ ასევე: პანკისში მიმდინარე აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ