loader

ადამიანის სხეულში კიდევ ერთი ტვინი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადამიანის სხეულში კიდევ ერთი ტვინი აღმოაჩინეს

ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის განსაზღვრა ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეძლეს. ენტერალური ნერვული სისტემა მრავალი მილიონი ნეირონისგან შედგება, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას არეგულირებენ. ეს პერიფერიული სისტემაა და ცენტრალური ნერვული სისტემისგან, რომელიც თავისა და ტვინისაგან შედგება, ავტონომიურად მუშაობს.

სპეციალისტებმა გააანალიზეს თაგვების მსხვილი ნაწლავის ნეირონებში ელექტრონული იმპულსები და გამოარკვიეს, რომ ენტერალური ნერვული სისტემა სინქრონულად ამოქმედებს აღმგზნებ და შემამუხრუჭებელ ნეირონებს, რომლებიც პროვოცირებენ ნაწლავში კუნთების შეკუმშვას.

როგორც კვლევის ავტორები ამტკიცებენ, ადრე მეცნიერებისთვის უცნობი იყო, რომ ენტერალური ნერვული სისტემის მილიონი უჯრედი ერთდროულად გენერირებს ელექტრულ იმპულსებს.