loader

შოკისმომგვრელ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად ძიძა 6 თვის ტყუპებს - მოძალადეს პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად ძიძა 6 თვის ტყუპებს - მოძალადეს პატიმრობა შეეფარდა

47 წლის ძიძას, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

პროცესს ტყუპების მშობლები და ბრალდებულის ოჯახის წევრები არ დასწრებიან. მოძალადე ძიძას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.