loader

"მძღოლს დაეძინაო და უკნიდან დაეტაკაო" - წეროვანში ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, 8-ის მდგომარეობა მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მძღოლს დაეძინაო და უკნიდან დაეტაკაო" - წეროვანში ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, 8-ის მდგომარეობა მძიმეა

წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულ ორ პაციენტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, სულ კლინიკებში 19 პაციენტია გადაყვანილი.

"11 მათგანი მოთავსებულია მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი - "ჯეო ჰოსპიტალსის" მცხეთის ფილიალში. ორ პაციენტს უტარდება ოპერაცია, როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ასევე "ჯეო ჰოსპიტალსში", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფება.

ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ჯამში 19 პირია დაშავებული. კადრებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.


იხილეთ ასევე: კადრები წეროვანიდან, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, დაიღუპა 1 და დაშავდა 18 ადამიანი