loader

იყავით ჩუმად, როცა არ გისვამენ კითხვას - კამათი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იყავით ჩუმად, როცა არ გისვამენ კითხვას - კამათი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასა და პროკურორ ზვიად ფხაკაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
დღევანდელ სხდომაზე ზვიად ფხაკაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ამ წუთებში მას კითხვებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები უსვამენ. ფხაკაძემ დეპუტატების, ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კითხვების დროს მოითხოვა, რომ შეკითხვების ავტორებს მისთვის პასუხის ბოლომდე გაცემის შესაძლებლობა მიეცათ. „ევროპული საქართველოს“ წევრები, მათ შორის, გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ მიმდინარეობს პროკურორის დაკითხვა და ვინც კითხვას სვამს, სწორედ მისი გადასაწყვეტია, არის თუ არა დამაკმაყოფილებელი პასუხი.

„ბატონი ზვიადი დილიდან ცდილობს და უპატივცემულობას იჩენს კომისიის მიმართ. ის ცდილობს ათასმეორეხარისხოვან დეტალზე ყურადღების გამახვილებას, კითხვებზე პასუხის არგაცემას და დისკუსიაში ცდილობს შესვლას ადამიანი, რომელიც არის დაკითხვაზე დაბარებული. მან უნდა გასცეს პასუხი კითხვებს. თუ ვინმეს არ მოსწონს პროკურორის პასუხი, შეუძლია გადავიდეს შემდეგ კითხვაზე“, - განაცხადა ბოკერიამ.