loader

კადრები წეროვანიდან, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, დაიღუპა 1 და დაშავდა 18 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები წეროვანიდან, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, დაიღუპა 1 და დაშავდა 18 ადამიანი

წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, სულ კლინიკებში 19 პაციენტის გადაყვანა მოხდა.

ამასთან, უწყების განმარტებით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფება. ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. 11 მათგანი მოთავსებულია მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი - "ჯეო ჰოსპიტალსის" მცხეთის ფილიალში. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ნაწილის - ნაკლებად მძიმე.

როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.



ასევე იხილეთ: "მძღოლს დაეძინაო და უკნიდან დაეტაკაო" - წეროვანში ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, 8-ის მდგომარეობა მძიმეა