loader

რა ხდებოდა ბათუმში, გემზე - "ამაზე უკეთესი არ შეიძლება იყოს!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა ბათუმში, გემზე - "ამაზე უკეთესი არ შეიძლება იყოს!"

რადიო "პალიტრამ" აჭარული პრეზენტაცია და 10 წლის იუბილე ბათუმში, გემზე აღინიშნა, სადაც მისულ სტუმრებს რადიოს 10 წლიანი ისტორია წარუდგინეს. საღამოს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რადიოს შემოქმედებითი ჯგუფი და პარტნიორი კომპანიები დაესწრნენ.

რადიო "პალიტრამ" მაუწყებლობა 2008 წელს დაიწყო. რადიოს ეთერში გასვლა საქართველოში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს - რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება. რადიო "პალიტრის" ეთერში აქტიურად შუქდება პოლიტიკური, სოციალური, კულტურული მოვლენები.

ქართულ რადიო ბაზარზე რადიო "პალიტრა" საინფორმაციო რადიოს სტატუსით პოზიციონირებს. რადიო "პალიტრა" მაუწყებლობს ქალაქ თბილისსა და მის შემოგარენში, გუდაურში, ბორჯომსა და ბაკურიანში და ახლა უკვე აჭარაშიც. აჭარა რადიო "პალიტრისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია, ამიტომ რადიოს ხელმღვანელობამ გადაწყვიტა აჭარაში ლიცენზიის მოპოვება და ქალაქ ბათუმში მაუწყებლობის დაწყება განსხვავებულად და განსაკუთრებულად აღენიშნა.