loader

მეუღლესთან ერთად ალაზანზე სათევზაოდ წასული 44 წლის კაცი მოკლული იპოვეს - რა მოხდა წნორში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეუღლესთან ერთად ალაზანზე სათევზაოდ წასული 44 წლის კაცი მოკლული იპოვეს - რა მოხდა წნორში

წნორში 44 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვაჟა სომხიშვილი მეუღლესთან ერთად მდინარე ალაზანზე სათევზაოდ იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა. ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა იპოვა. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ცხედარს თავის არეში, სავარაუდოდ, ბლლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული.

გარდაცვლილის ძმა კი სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს. ზურაბ დავითაშვილი აცხადებს, რომ ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის დროს ოჯახის წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სადაც აიძულებდნენ მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას. ზურაბ დავითაშვილი მისი ძმის მკვლელის დასჯას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის აქციების დაწყებას აპირებს.