loader

"საქართველოს ბანკმა" კომპანიის ახალი დაპირება წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ბანკმა" კომპანიის ახალი დაპირება წარადგინა

"საქართველოს ბანკმა" კომპანიის ახალი დაპირება წარადგინა, რომელიც "მთელი საქართველოს ბანკის" სახელით გახდება ცნობილი.

ბანკმა გასულ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, საბანკო მომსახურების სფეროში არაერთი ნოვაცია შემოიტანა და დანერგა. "სქართველოს ბანკი" იყო პირველი, რომელმაც ქვეყანაში 1996 წელს "ვესტერნ იუნიონი" შემოიყვანა და ამავე წელს, პირველი პლასტიკური ბარათი "ჯორჯიან ქარდი" შექმნა. 1998 წელს "საქართველოს ბანკმა" ქვეყანაში პირველი ბანკომატი დადგა. 2012 წელს "საქართველოს ბანკი", მთელი რეგიონის მასშტაბით, პირველი ბანკი იყო, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ-ლისტინგში განთავსდა.

"მთელი საქართველოს ბანკმა", ახალი ბრენდის დაპირების წარდგენის ფარგლებში, უნიკალური ონლაინპლატფორმა "ბანკოფ.ჯი" შექმნა. ყველა ადამიანს შეუძლია ვებგვერდს ეწვიოს, მარტივ კითხვებს უპასუხოს და საკუთარი საქართველო აღმოაჩინოს. ეს არის შესაძლებლობა – ინდივიდუალური ხედვით, გრძნობებითა და სურვილებით, შექმნა საკუთარი ვიდეო.