loader

"საქართველოშიც გავაკეთებ იმავეს, აქვეა" - რას ამბობს აჰმედ ჩატაევი ISIS-ის ლიდერისადმი გაგზავნილ ხმოვან გზავნილში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოშიც გავაკეთებ იმავეს, აქვეა" - რას ამბობს აჰმედ ჩატაევი ISIS-ის ლიდერისადმი გაგზავნილ ხმოვან გზავნილში

"კვირის პალიტრის" ექსკლუზივი - გამოცემამ აჰმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი მოიპოვა, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს, აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. ჩანაწერი, სავარაუდოდ, 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული და მასში საუბარია თურქეთში დასაგეგმ ტერაქტებზე. სხვა საკითხებთან ერთად, ჩანაწერში ჩატაევი საქართველოს შესახებაც ჰყვება. "მე, ძმაო, საქართველოშიც გავაკეთებ იმავეს, აქვეა ახლოს" - ამბობს ჩანაწერში ჩატაევი.

ცნობისთვის, ჩატაევის ლიკვიდაცია ქართველი სამართალდამცველების მიერ თბილისში გასული წლის ნოემბერში, ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოხდა. ჩანაწერის სრული ვერსია და ჩატაევის საქმის დეტალები დღეს, 21 საათზე, "პალიტრანიუსის" თოქ-შოუ "360 გრადუსში".

იხილეთ ჩანაწერი სრულად: ახმედ ჩატაევის ექსკლუზიური ჩანაწერი, სადაც ის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს საქართველოში დაგეგმილ ტერაქტებზე ესაუბრება

მე მოვიპოვე ახმედ ჩატაევის კიდევ რამდენიმე ჩანაწერი, სადაც ხმა იდენტურია - "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი

"სამედიცინოს სტუდენტი თბილისში ამერიკის საელჩოს და სინაგოგას უთვალთვალებდა" - ჰყავს თუ არა "ისლამურ სახელმწიფოს" მხარდამჭერები საქართველოში?