loader

გაიგეთ როგორი ტემპერატურა იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიგეთ როგორი ტემპერატურა იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

30 ივნისიდან 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება და 43 გრადუსს მიაღწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელოა +40, +43 გრადუსს მიაღწიოს, ხოლო დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.